„ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრს, ანრი ოხანაშვილს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ჩასჩურჩულა.
ვატო წერეთლის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ კისერზეა.
„ლექსო ლაშქარავას თემა იყო ის ყურში გადაჩურჩულება ანრი ოხანაშვილის მიმართ. ანრი ოხანაშვილი ვნახე, მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი და მას ვუთხარი, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე კიდია -მეთქი და მართლაც ამ ახალგაზრდა ბიჭის, ძალიან მაგარი ბიჭის, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ იქცევა და იქცა, მართლა არის ირაკლი ღარიბაშვილის და იმ პარლამენტის კისერზე მისი სიკვდილი“, – განაცხადა ვატო წერეთელმა “ტვ პირველის” ეთერში.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.