ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში ბრალდებული ავთანდილ წერეთლის შვილი და ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მიკერძოებული საქმე იყო, რომელიც დღეს პროკურატურას თავზე ჩამოემხო.
„პროკურატურას თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე. პროკურატურა არის პოლიტიკურად მიკერძოებული. 3 წელი რატომ გვატარეს? და 3 წელი დაპატიმრებული იყო ჩემი ოჯახი და ვიყავით შტურმის ქვეშ. 3 წელი რისთვის ვიყავით დაპატიმრებული და რისთვის ვიარეთ სასამართლოში? პროკურატურას თავიდან ბოლომდე თავზე ჩამოემხო გათეთრების საქმე“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.
წერეთელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებს არ დააპატიმრებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან ისინი არც იმ თაღლითობის მუხლს ეთანხმებიან, რაზეც გადაკვალიფიცირდა საქმე.