გელათის ეკლესიის ფოტოებს ქუთაისიდან გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება, აი, ფაქტის დამფუძნებელი, ნინო ბაქრაძე აქვეყნებს და წერს:
“ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ ამ ქვეყანაში, რომელიც საკუთარ საქმეს პროფესიონალურად, ხარისხიანად, სიყვარულით და პასუხისმგებლობით აკეთებს. 99 პროცენტი მიჩვეულია, რომ ყველაფერი მიაფუჩეჩოს, მიტყიპნ-მოტყიპნოს და თან იტყვის, ერთი ამის დედაცო. ეს ეხება ყველას, ჟურნალისტებიდან და არასამთავრობო სექტორიდან დაწყებული, უბრალო მუშებით დამთავრებული, რომლებმაც აი, ფოტოებზე რაც ჩანს, ის გააკეთეს გელათში.მიტყიპნ-მოტყიპნეს, ალბათ, ეჩქარებოდათ წამოწოლა მხართეძოზე და ორი ჭიქის გადაკვრა. და მერე ვისაც ამის შემოწმება ევალებოდა, იმანაც თქვა, ერთი ამის დედაცო. ყველა ამბობს, ერთი ამის დედაც, ერთი იმის დედაც, ერთი ამ ქვეყნის დედაცო. ხოდა, ახლა იყავით ვიოლას და მიშელის იმედად. ვერ გვიშველიან ისინი, ვერა! იმიტომ რომ ჩვენ ვართ უნიათო, ფართხა-ფურთხა, უპასუხისმგებლო, მატრაკვეცა ხალხი. ფოტოზეა ჩვენგან, “უბადლო” იდიოტებისგან წამებული გელათის წმინდა გიორგის ეკლესია.”