ძალიან სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფრონ კრამონმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.
“ხელშეკრულება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და უფრო სამართლიანი საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია”, – წერს კრამონი “ტვიტერზე”.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.