24.11.2024

ვიოლა ფონ კრამონი – ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავალი გვჭირდება და არა ისეთი, როგორიც „ვარდების რევოლუციის“ დროს – ახლა, 2021 წელს ხალხის ქუჩაში გამოყვანის დრო არ არის

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრის, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საჭიროა, რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ.

როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, მიუხედავად არჩევნებში დარღვევებისა, ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო.

„მე რომ ქართველი ამომრჩეველი ვიყო, მენდომებოდა, რომ ყველას თავისი მანდატი აეთვისებინა. ვიცი, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ჩართვა ვერ შეძლო – ეს ნამდვილად სამწუხარო იყო. ჩვენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს მისიაში ჩართვის თაობაზე თხოვნით მივმართეთ. თუმცა, ადგილზე საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც იყვნენ და შეგვიძლია დავინახოთ, რომ მიუხედავად დარღვევებისა (სიყალბის შემთხვევები იყო), ამას საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად შეცვლა არ შეეძლო.

კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა და სხვა ელჩებმა, მოლაპარაკებების პროცესი დაიწყეს – მე ყველს ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერება გამოიჩინონ და როგორც არჩეულმა პარლამენტარებმა, პოლიტიკურ სისტემაში თავიანთ როლზე იფიქრონ. როგორც NDI-ს კვლევით ვიხილეთ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არჩეული პარლამენტარებისგან სწორედ ამას ელის.

იგივე შემიძლია ვთქვა მეც, როგორც ევროპარლამენტარმა – მე კოლეგები მჭირდება, მსურს, რომ ერთად ვიმუშაოთ, ამ მხრივ ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) წამყვანი როლი მაქვს – პარტნიორები მჭირდება, სხვანაირად როგორ ვიმუშავებ? როგორ შევძლებ საქართველოს პარლამენტთან მუშაობის დაწყებას, თუ იქიდან პოზიციას არავინ გამოხატავს – თუ კომიტეტები არ იმუშავებენ, თუ ოპოზიციის ან მმართველის გუნდის მხრიდან რეფორმების ინიცირება არ მოხდება? შესაბამისად, თუ კომპრომისი რაც შეიძლება ადრე მოიძებნება, ეს ჩვენთვის შვება იქნება, რათა პარლამენტი მუშაობას დაუბრუნდეს. ესაა ჩემი ზოგადი შეფასება”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის პრესტიჟის შენარჩუნების ტიპის გამოსავლის პოვნაა საჭირო.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/3j53tLI

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img