„თუ ნატოსა და „მაპზე“ ვსაუბრობთ, ჯო ბაიდენისგან კონკრეტული „დიახ“ ან „არა“ მსურს. ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო თარიღები,“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი.
უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმის მინიჭებასთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადებას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან პრეზიდენტ ბაიდენისგან მიიღო გარანტიები, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, ის უკრაინის საკითხს მოლაპარაკებების დროს “სავაჭრო თემად“ არ გამოიყენებს.