უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ შესაძლო რუსულ აგრესიაზე საუბრისას უკრაინის გარშემო პანიკის დათესვისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„არსებობს სიგნალები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის პატივცემული ლიდერისგან, რომლებიც უბრალოდ ამბობენ – ხვალ ომი იქნება. ეს პანიკაა და ის ძალზე ძვირი უჯდება უკრაინის სახელმწიფოს“ – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკის განცხადებით, მან იცის, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ათასიანი დაჯგუფება განათავსა, მაგრამ ის დიდ საფრთხეს ვერ ხედავს, რადგანაც ძალთა ასეთივე კონცენტრაცია საზღვართან 2021 წლის გაზაფხულზეც იყო.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნების შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია წარმოადგენს.