უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი მერი, რომლებიც ოკუპანტებმა გაიტაცეს, ცოცხალი აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაციას pravda.com პრეზიდენტის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. ზოგი მოკლეს. ზოგიერთს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი კი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ, ასევე, დასძინა, რომ ოკუპანტებმა რამდენიმე მერი შეცვალეს. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენა.