22.11.2024

ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვირტუალურად, ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters, Interfax News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს ზელენსკი მონაწილეობას, ჯერ კიდევ მუშავდება.

შეგახსენებთ, 24 მარტს ნატოს საგანგებო სამიტი გაიმართება. სამიტს დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენ მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს თავდაცვის და შეკავების შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ამერიკამ და ევროპამ უნდა განაგრძოს ერთად დგომა“, – დაწერა სტოლტენბერგმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img