უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ.
შესაბამისი მოთხოვნა ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა – ევროპის ქვეყნების ყოფილმა და მოქმედმა მინისტრებმა და მოადგილეებმა გააჟღერეს.
პოლიტიკოსებმა კომიტეტის წევრებს მოსთხოვეს, რომ ნობელის პრემიაზე წარდგენის პროცედურა 31 მარტამდე გახანგრძლივდეს, ვინაიდან იგი ფაქტობრივად უკვე დახურულია. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.