23.11.2024

WHO- ნარატივი, რომ “ომიკრონი” მსუბუქი შტამია, შეცდომაში შემყვანია

ნარატივი, რომ “ომიკრონი” მსუბუქი შტამია, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. 

გებრეისუსის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” ძველ შტამებთან შედარებით, ნაკლებად მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსუბუქ ვარიანტად იქნეს კატეგორიზებული.

“ნარატივი, რომ ომიკრონი მსუბუქი შტამია, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას, ომიკრონი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას იწვევს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება. 

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით ნაკლებად მძიმეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მსუბუქ ვარიანტად უნდა იყოს კატეგორიზებული. 

განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმ ქვეყნების მდგომარეობით, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, რადგან აუცრელი მოქალაქეები მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების მაღალი რისკის წინაშე დგანან.” – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img