22.11.2024

ზაზა გახელაძის 1 წელი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში

ზაზა გახელაძე 1 წელია საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია. ის 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული ე.წ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც რუსეთის ფედერაციის ე.წ. მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

“1 წლის თავზე უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ჩემი შვილი სახლში მინდა. ამდენი მოლოდინები, ამდენი დაპირებები, ყველაფერი ჩვენთვის ტყუილია. საპატრიარქოდან უარი მივიღეთ, რომ ის სხვა სახელმწიფოა და ჩვენ სხვა სახელმწიფო ვართო, ცხინვალი სხვა არისო და რუსეთი სხვა არისო,” – აცხადებს ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img