უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განახადა, რომ უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს სამხედროები “აზოვსტალის” ტერიტორიიდან.
მისი თქმით, 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
“ეს არ არის ადვილი დღე. მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დაცვას ემსახურება. მადლობა უკრაინელი სამხედროების – უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკებების ჯგუფს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპული მიზანი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს”.- ამბობს ზელენსკი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, “აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინის მცველების გადარჩენის ღონისძიება გრძელდება”.