23.11.2024

ზელენსკი ბუნდესტაგს – თქვენი მხარდაჭერა დაგვიანებული იყო, თქვენ მხოლოდ ეკონომიკა გაინტერესებდათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს სიტყვით მიმართა და განუცხადა, რომ მათი დახმარება უკრაინის მიმართ დაგვიანებული აღმოჩნდა.

სიტყვით მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალური ბერლინი მწვავედ გააკრიტიკა იმ ყოყმანის გამო, რაც გერმანიამ გამოავლინა, როდესაც საქმე რუსეთისთვის ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებას ეხებოდა, იმის შიშით, რომ ამას შეიძლება ზიანი მიეყენებინა გერმანიის ეკონომიკისთვის.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე თავდასხმამდე იკრიბებოდნენ, დასავლელი ლიდერები კი ძალიან ნელა მოქმედებდნენ და საკმარისად შორს არ წასულან რუსეთის შესაკავებლად.

„რა არის გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობა უკრაინის მიმართ დღეს? თქვენი მხარდაჭერა ომის შესაჩერებლად დაგვიანებული აღმოჩნდა. ჩვენ ახლა ცივი ომის შუაგულში ვართ და თქვენი მხრიდან დავინახეთ ინტერესი რუსეთში ბიზნესი აწარმოოთ. დამპყრობლებმა 108 ბავშვი მოკლეს. ევროპის შუაგულში, 2022 წელს… ეს არის ის, რაც თქვენ ვერ დაინახეთ. თქვენ კვლავ იცავთ თავს კედლის მიღმა. მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოსავალი“, – მიმართა ზელენსკიმ ბუნდესტაგს. 

BBC-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისა და აშშ-ს კონგრესში გამოსვლის შემდეგ, ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა დასავლელი ლიდერების მიმართ მოწოდება, რომ მეტი მოქმედებაა საჭირო რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img