უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას მოულოდნელად სიტყვით მიმართა.
„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“, – განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.
ვიდეოჩართვის დროს ზელენსკიმ ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა ომის დროს უქმად არ იდგნენ.
„მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს უყვარდათ კინო“,- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს”, – განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხსენების გარეშე.
მიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ფრაზა “დიდება უკრაინას” წარმოთქვა.