ვესაუბრე დღეს გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცს იმ დაცინვაზე, რომელსაც იტანს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქალაქები. ვესაუბრე პრეზიდენტ მაკრონს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან საუბარში კი ვიგრძენი, რომ ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიცია მალე უფრო ძლიერი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის დასამყარებლად გახდება კიდევ უფრო ძლიერი, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, უკრაინა იბრძვის კონტინენტზე მყოფთა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და თანასწორობისთვის.
“ამიტომაც გვსურს ვხედავდეთ პარტნიორებისგან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც რეალობას ეფუძნება და არა დეკლარაციებს ან აბსტრაქტულ მსჯელობას. ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან რათა განიხილონ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რათა განიხილონ ჩვენი განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ჩვენ ველით კონკრეტულ სიგნალს. ველით ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ეს იქნება სამართლიანი. ეს იქნება ევროპულად. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი ლიდერი რა პოზიციას იკავებს. ჩვენ ზუსტად ვიცით ვინ არის ჩვენ მხარეს და ვინ მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უბრალოდ ბუღალტერია, შემოსავალი, გასავალია და მეტი არაფერი. ვიმუშავებთ, დავარწმუნებთ, სიცოცხლე დაარწმუნებთ,“- განაცხადა ზელენსკიმ.