22.11.2024

ზელენსკი – გაერომ ან რუსეთი უნდა გააჩეროს ან თავი უნდა გაიუქმოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ გაერომ საკუთარი დანიშნულება უნდა შეასრულოს და რუსეთი შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის დათხოვნა მოუწევს.

ზელენსკის თქმით, თუ გაეროს დაშლა არ სურს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.

„საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს ვეტოს სიკვდილის მექანიზმად აქცევს და ძირს უთხრის მთელ გლობალურ უსაფრთხოებას, რაც ბოროტებას დაუსჯელად დარჩენის საშუალებას აძლევს. თუ ასე გაგრძელდება, საბოლოო ჯამში, თითოეული სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ იარაღის ძალას დაეყრდნობა, საერთაშორისო კანონმდებლობა და საერთაშორისო ინსტიტუტები კი ძალას დაკარგავს, გაერო შეიძლება დაიხუროს.

ახლა ჩვენ გაეროს უშიშროების საბჭოსგან მოქმედება გვჭირდება, რათა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. თუ არ იცით როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება, მაშინ ან რუსეთის უნდა გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან ან გაერომ რეფორმირება დაიწყოს და რეალურად იმუშაოს მშვიდობისთვის ან იგი საერთოდ უნდა დაიშალოს. დარწმუნებული ვარ, გამოსავლის მოძებნა მესამე ვარიანტის გარეშეც შეგიძლიათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img