22.09.2024
- Advertisement -spot_img

ზელენსკი – კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ გააჟღერა მოთხოვნა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით. ზელენსკიმ იკითხა: “კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“მძევლად ჰყავთ ირპენის, ბუჩას, გოსტომელის და მრავალი სხვა ქალაქის და სოფლის მცხოვრებლები, რომელთა აღებაც ოკუპანტმა მოახერხა. დროებით – სანამ ამისთვის დაისჯებიან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა იციან, როგორ გააკეთონ ეს.

ჩვენს მიწაზე მოვიდნენ იმის საძებნელად, რაც აქ არასდროს ყოფილა – სიმხდალის, მონობაზე თანხმობის. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ეშინია დამწვარი სახლების ყურების და ეს გასაგებია… რაკეტები, საჰაერო ბომბები, გრადები, ნაღმტყორცნები ხალხის წინააღმდეგ. შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს ეს სხვა ქვეყანაში ხდება. მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაშია, რომელსაც ყოველთვის ყველაზე მეტად სურდა მშვიდობა

რით განსხვავდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები ხარკოვში ან ნიკოლაევში ჰამბურგის ან ვენისგან? ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას – გაათავისუფლებთ ცას იმ ძალებით, რომელიც თქვენ გაქვთ, ან მოგვცემთ საბრძოლო თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვას, რომელიც მოგვცემს საჭირო ძალას. ეს არის ის დახმარება, რომელიც მსოფლიომ უნდა გაუწიოს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საკუთარ თავს, რათა დაამტკიცოს, რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დღეს რომ სკოლას ამთავრებდე, რომელი პროფესია უნდა აირჩიო? მომავლის პროფესიების გზამკვლევი

განვითარებადი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია და სწრაფად ცვალებადი ბაზარი  ასევე მუდმივად ცვლის დასაქმების გარემოს. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  სკოლას ამთავრებენ და კარიერის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img