22.11.2024

ზელენსკი – კონკრეტიკა გვჭირდება! ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით – რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს

„კონკრეტიკა გვჭირდება. ანუ, გვითხარით მიზეზები. ნატოში არ ვართ? გვითხარით, რომ ნატოში არ ვართ. ღიად გვითხარით, რომ ნატოში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტს სურს მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი უკრაინაზე დამოკიდებული არ არის.

„თუ უკრაინას ნატოში აიყვანენ და მერე რამე მოხდება, უკრაინის დაცვა გახდება საჭირო. ეს ნატოსთვის სერიოზული გამოწვევებია. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ასე მსჯელობს და არ სურთ რისკზე წასვლა და უკრაინის მიღება. თუმცა, ფართომასშტაბური ომის შემთხვევაში, ეს ომი ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს საზღვრებთანაც იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img