22.11.2024

ზელენსკი – მარიუპოლიდან კიდევ 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან და მისი შემოგარენიდან კიდევ 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

“მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წარმატებით ახორციელებს ევაკუაციის პროცესს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპანტებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, მარიუპოლში დარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის.

“ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან, მარიუპოლიდან. ჯერ კიდევ არიან იქ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა მათ გადასარჩენად”, – თქვა ზელენსკიმ.

3 მაისს ქარხანა აზოვსტალიდან, რომელიც ერთადერთი ადგილია მარიუპოლში, რომელსაც ჯერაც აკონტროლებს უკრაინა, 112 ადამიანი გაიყვანეს. მას შემდეგ აზოვსტალიდან ევაკუაცია არ მომხდარა.

ამასთან, უკვე 2 დღეა, ქარხანაში რუსები შევიდნენ. აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ, რომელიც აზოვსტალის ქარხანაში იმყოფება, თქვა, რომ ქარხნის გვირაბებში შიგნით მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img