24.11.2024

ზელენსკი – მარიუპოლში ბავშვი გაუწყლოებით გარდაიცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა გააცნობიერონ რუსი ოკუპანტების არაადამიანური ქმედებების მასშტაბები, რომლებსაც ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადიან.

როგორც ბრიფინგზე ზელენსკიმ აღნიშნა, ნაცისტების შემდეგ, პირველად მარიუპოლში ბავშვი დეჰიდრატაციით გარდაიცვალა.

„დამპყრობლები მიზანმიმართულად წყვეტენ კომუნიკაციებს, მიზანმიმართულად ბლოკავენ საკვების მიწოდებას, წყალმომარაგებას, თიშავენ ელექტროენერგიას. მარიუპოლში, პირველად ათწლეულების განმავლობაში, როგორც ჩანს, პირველად ნაცისტების შემოსევის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა გაუწყლოებით. გესმით ძვირფასო ლიდერებო? ბავშვი გაუწყლოებით გარდაიცვალა, დღეს 2022 წელს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში ყოველი ადამიანის სიკვდილი რუსეთის პასუხისმგებლობაა.

ქალაქ მარიუპოლში, ბრიტანული მედისაშუალების ინფორმაციით, ქალაქის საავადმყოფოები ანტიბიოტიკების და ტკივილგამაყუჩებლების მწვავე დეფიციტის წინაშეც დგანან, რის გამოც ექიმებს გადაუდებელი პროცედურების ჩატარება მათ გარეშე უწევთ.

შეგახსენებთ, რუსული ძალები მარიუპოლზე არიან ფოკუსირებულნი, რადგან მისი აღებით სახმელეთო დერეფანის შექმნაა შესაძლებელი ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად პრორუსულ რეგიონებს შორის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img