უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „დაბერდა”. ამის შესახებ პრეზიდენტმა Time-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე დავბერდი. მორალური თვალსაზრისით მე აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მე დავბერდი იმის ცოდნისგან, რაც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც დაღუპულთა რაოდენობასთან და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაკარგა თუ არა იუმორის გრძნობა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ “რა თქმა უნდა, არა!”.
“რა თქმა უნდა, არა! შეუძლებელია, ამის დაშვება შეუძლებელია, ეს გადარჩენის საშუალებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირგვლივ ყველა დეპრესიაში იქნება და დეპრესიის შეგრძნება გამარჯვებისთვის კარგი გზა არ არის, გამარჯვების ხასიათზე უნდა იყო. რაც არ უნდა რთული იყოს, ეს არის მიზანი, მიზანი ნამდვილად არ არის წაგებ. ასე რომ, თქვენ სისუსტის ან პანიკის გუნებაზე არ უნდა იყოთ. ერთიანობა უნდა იყოს ყველაფერში – თქვენს განწყობაში, თქვენს სიტყვებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.