25.11.2024

ზელენსკი მოლაპარაკებებზე – უკრაინელებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს უნდა ვენდოთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თურქეთში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დადებითი სიგნალების მიუხედავად, უკრაინელებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს უნდა ენდონ.

“მოლაპარაკებების პლატფორმიდან მოსმენილ სიგნალებს, შეიძლება, დადებითი ვუწოდოთ. მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების ხმას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა რისკს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენლის სიტყვებს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ჩვენი განადგურებისთვის. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არის. 34-დღიანი შემოჭრისა და დონბასში ომის 8 წლის განმავლობაში უკრაინელებმა უკვე გაიგეს, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება”. – თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში.

29 მარტს სტამბოლში თურქეთის ხელისუფლების მედიაციით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img