22.09.2024
- Advertisement -spot_img

ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს – ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატებს მოუწოდა, დამატებითი შეიარაღება მიაწოდონ უკრაინას და რუსულ ხომალდებს საზღვაო პორტებით სარგებლობის საშუალება არ მისცენ.

ნორვეგიის პარლამენტისადმი მიმართვისას ზელენსკიმ ითხოვა გემსაწინააღმდეგო რაკეტები, Harpoon ტიპის რაკეტები, საჰაერო სარაკეტო სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

„ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად. ამასთან, რუსეთს არ უნდა შეეძლოს თავისუფლად ისარგებლოს მსოფლიო პორტებით. ეს არის გლობალური საზღვაო უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საპარლამენტო არჩევნების წინ: პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებები და მათი გავლენა საზოგადოებრივ განწყობაზე

ეს დაპირისპირებები და პარტიების აგრესიული რიტორიკა პირდაპირ ახდენს გავლენას საზოგადოებრივ განწყობაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img