25.11.2024

ზელენსკი – ოკუპანტების ე.წ. „სპეციალური ოპერაცია“ უკვე გაკოტრდა – უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს, აღიარონ რეალობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპანტები უკრაინაში ჩიხში არიან და მათი „სპეციალური ოპერაცია“ გაკოტრდა.

„ოკუპანტებს დღემდე არ სურთ იმის აღიარება, რომ ჩიხში არიან და მათი ე.წ. „სპეციალური ოპერაცია“ უკვე გაკოტრდა. მაგრამ აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც უკრაინელი ხალხი აიძულებს დამპყრობლებს, აღიარონ რეალობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა აგრძელებს საერთაშორისო აქტივობას იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს და რუსეთის კიდევ უფრო იზოლირება მოხდეს.

„ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. გვჭირდება, რომ პარტნიორებმა ყოველკვირეული გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც ზღუდავს რუსეთის კავშირებს მსოფლიოსთან. ოკუპანტებმა უნდა იგრძნონ მათთვის ომის ფასის ზრდა – იგრძნონ მუდმივად. ახლა, პირველ რიგში, ეს არის ნავთობის ემბარგო. როგორც არ უნდა შეეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება და ეს არ შეიცვლება“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img