25.11.2024

ზელენსკი – ყველა დაზარალებული ქალაქისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნება, ქალაქებში, სადაც ბოროტება იყო, რუსული შემოჭრის კვალი აღარ იქნება

ომის დროს დაზარალებული ყველა ქალაქის აღდგენისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა ქალაქში სადაც ბოროტება იყო, რუსული შეჭრის კვალი აღარ იქნება.

“ომის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ავაშენებთ ყველაფერს, რაც დანგრეულია ძალიან სწრაფად და ძალიან ეფექტურად. თითოეული დაზარალებული ქალაქისთვის შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა აღდგენისთვის. მე უკვე დავავალე მთავრობას პროგრამის შემუშავების დაწყება. ჩერნიგოვი და სუმი, ახტირკა და ჟიტომირი, იზიუმი, მარიუპოლი – ყველა ქალაქში, სადაც ბოროტება იყო, რუსული შემოჭრის კვალი აღარ იქნება. საუკეთესო არქიტექტორები, კომპანიები, პროექტები თითოეული ქალაქისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img