უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრიანის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, უკრაინამ ეს დაიმსახურა.
ზელენსკის განცხადებით, ის ესაურბა ევროკომიის პრეზიდენტ ურსულა დერ ლეინერს და მასთან შემდგომი ნაბიჯები განიხილა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მისაღებად, ახალი პროცედურები უნდა შემუშავდეს.
“მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყონებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურისთვის”.- ამბობს ზელენსკი, პარტნიორებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის.
“ჩვენი მიზანია ვიყოთ ყველა ევროპელთან ერთად და, რაც მთავარია, ვიყოთ თანაბარ პირობებში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია”.- ამბობს ზელენსკი.