უკრაინაში რუსი დამპყრობლების ქმედებები ისტორიასა და წიგნებში “რაშიზმის” სახელწოდებით დარჩება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში უკრაინელი ხალხი არ დანებდება.
„უკრაინელები არ ნებდებიან, ჩვენ ნამდვილად არ დავნებდებით. ეს დავამტკიცეთ არა ცარიელი სიტყვებითა და მოწოდებებით, არამედ ვამტკიცებთ ყოველი დღის განმავლობაში, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლაში ვატარებთ. ის, რაც მათ გააკეთეს – მოკლეს, აწამეს და გააუპატიურეს მცირეწლოვანი ბავშვები – ყველაფერი, რაც მოხდა, არის არა ნაციზმის გამოვლინება, არამედ თავად ნაციზმია. სახელმწიფოს წიგნებსა და ისტორიაში ისეთი სიტყვა დაერქმევა, რომელიც არავის გამოუგონია და რომელსაც ყველა იმეორებს როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში – ეს არის რაშიზმი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.