22.11.2024

ზელენსკი – უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი – ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, როგორც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, თუმცა ამისთვის რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

“უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი – ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი. ამის გამო ომი დაიწყეს”. – თქვა ზელენსკიმ რუსულ მედიებთან ინტერვიუსას.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ახალი შეთანხმება სერიოზული უნდა იყოს და არა ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი უბრალო ფურცელი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებსა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი, რადგან კონსტიტუციაში მსგავს ცვლილებას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img