უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგიის მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ მათი წილი რათა რუსეთმა ვერ შეძლოს გაზითა და ნავთობით სხვა ერების დაშანტაჟება.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დოჰას ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული შოკებისგან, რომელსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად საკვები პროდუქტების მიწოდების შეფერხება იწვევს.