რამდენიმე საათის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა.
ინფორმაციას პარტია „ხალხის მსახურის“ პრესსამსახური ავრცელებს. ხელმოწერის ცერემონიას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფაჩუკი და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროგაერთიანებაში დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს – მის მოთხოვნას მხარს უჭერენ ევროკომიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერთიანების წევრი სახელმწიფოები.