ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„უკვე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა მიენიჭოს იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი ინტელექტიც აქვთ ამისთვის, ექიმებიც არიან და მიუწვდებათ ხელი ფართო მასებთან ურთიერთობაზე და უნდა გაკონტროლდეს მათი ანტივაქსერული პროპაგანდა.
შეგნებულად თუ შეუგნებლად, ათასი ჯურის, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის სამსახურების მიერ გავრცელებულ ათას ფსიქოლოგიურ ხარა-ხურას, ვითომ მეცნიერულ მასალას იყენებენ და ამით აზომბირებენ უამრავ ადამიანს, რომლებიც მსხვერპლი ხდებიან. ასეთი ექიმები, ფაქტობრივად, მკვლელობის ხელშემწყობები არიან. იმ ადამიანების გარდაცვალებაზე, ვინც აუცრელი იყო, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – აცხადებს ზურაბ გურული.