23.11.2024

ზურაბ ჯაფარიძე – თვითმმართველობის არჩევნებში „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ ცალკე უნდა მივიღოთ მონაწილეობა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა პარტიამ დამოუკიდებელი კამპანია უნდა ჩაატაროს და უნდა ეცადოს საკუთარი ხმების მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს.

ამის შესახებ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ზურა ჯაფარიძემ განმარტა, ოპოზიციამ პროპორციულ ნაწილში ხმების 52%-ზე მეტის აღება უნდა შეძლოს და მისი თქმით, ის ყველაზე კარგი კანდიდატია, რაშიც ეჭვი არ ეპარება.

„არამხოლოდ მერობაზე, მაგრამ საერთო ოპოზიციური კანდიდატი რამდენად შეიძლება ვიყო, არ ვიცი. ვხუმრობ ცხადია, ჩემთან პარტიაში განწყობა უმრავლესობის არის ის, რომ „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ ცალკე უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ცალკე კამპანია უნდა გვქონდეს. ყველა პარტიამ დამოუკიდებელი კამპანია უნდა ჩაატაროს და უნდა ეცადოს საკუთარი ხმების მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს, რომ ჯამში პროპორციულ ნაწილში ხმები რომ დაითვლება, 52%-ზე მეტი გამოვიდეს ოპოზიციური ხმები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img