25.11.2024

ზურაბიშვილმა “სირცხვილიას” მიმართა, გადადოს 20 ივნისს დანიშნული პროევროპული აქცია და 16 ივნისს შეიკრიბონ რიყეზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოძრაობა სირცხვილიას მიმართავს, გადადოს 20 ივნისის დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც მისი თქმით, “ბევრ საფრთხეს უკავშირდება” და ერთად შეიკრიბონ 16 ივნისს რიყეზე.

“მივმართავ 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

გთავაზობთ და რაღაც დეჟავუც მაქვს – შევიკრობოთ ყველა არა იპოდრომზე, არამედ რიყეზე, ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი”. – თქვა ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. 

ცნობისათვის 20 ივნისს, ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლიდან 3 წლის თავზე, მოძრაობა სირცხვილიამ აქცია “შინ ევროპისკენ” დააანონსა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img