22.11.2024

2021 წლის ივლისთან შედარებით პური 29%-ით, შაქარი 18%-ით, ზეთი კი 17%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაცია 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიუტი ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. 

საქსტატის ინფორმაციით, გასული, 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 2022 წლის ივლისში ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებში არსებულ პროდუქტებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები 16.4%-თაა გაზრდილი

  • პური და პურპროდუქტები – ფასები 29.3%-ით გაიზარდა,
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – ფასები 21.3%-ით გაიზარდა,
  • ყავა, ჩაი და კაკაო – ფასები 18.2%-ით გაიზარდა,
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – ფასები 18.1%-ით გაიზარდა,
  • ზეთი და ცხიმი – ფასები 17.5%-ით გაიზარდა,
  • რძე, ყველი და კვერცხი – ფასები 16.9%-ით გაიზარდა,
  • თევზეული – ფასები 14.9%-ით გაიზარდა,
  • ხილი და ყურძენი – ფასები 13.7%-ით გაიზარდა,
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – ფასები 12.7 %-ით გაიზარდა.

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს – ჯგუფში ფასები 8.3%-ით გაიზარდა:

  • ალკოჰოლური სასმელები – ფასები 9.1%-ით გაიზარდა,
  • თამბაქოს ნაწარმი – ფასები 7.4%-ით გაიზარდა,

ტრანსპორტის კატეგორიაში ფასები 2021 წლის ივლისთან შედარებით 20.6%-ითაა გაზრდილი. 2022 წლის ივლისში პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია – 25.6%-ით, სატრანსპორტო მომსახურებაზე – 14.7%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 3.6%-ით ძვირი ღირდა.

ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასები კი 2021 წლის ივლისთან შედარებით 6%-ითაა გაძვირებული.

გასულ თვესთან (2022 წლის ივნისთან) შედარებით კი ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 2.4%-ით გაიზარდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასებმა 2%-ით მოიმატა

ივლისში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები, ივნისთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 9.4%-ით ხილისა და ყურძნის ფასმა დაიკლო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img