დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ავღანეთი. 20 წლიანი სამშვიდობო მისიის მძიმე დასასრული
ფოტო skynews.com
უკანასკნელი სამხედრო რეისი წუხელ შესრულდა ქაბულიდან ლონდონის მიმართულებით, რითაც დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთიდან სამშვიდობო ძალები გაიყვანა. ასე დაასრულა 20 წლიანი სამშვიდობო მისია ავღანეთში. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა დაადასტურა.
დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა 15 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს. აქედან 5 ათასი ბრიტანეთის მოქალაქე იყო , 8 ათასი კი ავღანელი, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ ბრიტანელ სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრები და მაღალი რისკის მქონე ადამიანები.
ევაკუირებულთა შორის 2200 ბავშვია. ერთი მათგანი ერთი დღის.
ეს არის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო ევაკუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ