“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა ტელევიზიები პარტიული რეჟიმიდან დაბრუნდებიან, მმართველი პარტია მაშინ განაახლებს მათთან თანამშრომლობას.
“დღეს ჩვენ ვართ ისეთ რეჟიმში, რომ არ გვინდა კითხვებზე პასუხების გაცემაც კი იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც ამ ამორალურ პროტესტში ჩართეს ჭუტამ, გვარამიამ და ნოდარ მელაძემ, მაგრამ დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც კი ეს ტელევიზიები პარტიული რეჟიმიდან დაბრუნდებიან პარტიული ტელევიზიების რეჟიმზე, მაშინვე განახლდება მათთან თანამშრომლობა.” – განაცხადა კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.