24.11.2024

“გალტ & თაგარტის“კვლევის მიხედვით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში საკვების მიტანის ბაზარი 3-ჯერ გაიზარდა

“გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში საკვების მიტანის ბაზარი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა და 167 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა ფიქსირდება როგორც შეკვეთების რაოდენობის, ისე შეკვეთის საშუალო ღირებულების კუთხით:

  • შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა 146%-ით 5.3 მლნ ლარამდე;
  •  შეკვეთის საშუალო ღირებულება გაიზარდა 31.5 ლარამდე, მაშინ როდესაც 2019 წელს 26.2 ლარი იყო.

ორგანიზაციის გათვლებით, ერთი მომხმარებელი წლიურად საშუალოდ 6 შეკვეთას ახორციელებს. ბევრი მომხმარებელი საკვების მიტანის სერვისით იშვიათად სარგებლობს (წელიწადში ერთხელ ან ორჯერ), რაც ამცირებს საშუალო ინდიკატორს. 

საქართველოში საკვები პროდუქტების მიტანის 2 ყველაზე მსხვილი მოთამაშეა Glovo და Wolt, რომლებიც 2020 წლის მდგომარეობით ბაზრის დაახლოებით 95% ფლობდნენ. აღსანიშნავია, რომ კონკურენცია გაიზარდა 2021 წელს, რადგან ბაზარზე გააქტიურდნენ Bolt Food, Elvis და სხვა შედარებით მცირე ზომის მოთამაშეები.

“საკვების მიტანის სერვისის აქტიური მომხმარებლები წარმოადგენენ ონლაინ მყიდველთა პოტენციურ ჯგუფს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელებისთვის. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სუპერმარკეტების ქსელებს აქვთ მიწოდების საკუთარი სერვისი და შესაძლოა, ამ პრაქტიკაზე ქართული კომპანიებიც გადავიდნენ. ამის განხორციელება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ფინანსური და ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობაზე”,- წერია “გალტ & თაგარტის“კვლევაში. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img