23.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს – თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“ – თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში

ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა, როდის აიღებდა ის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას და მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს მიმართა, მას პარტიული აქტივისტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია ფინანსდება „დამნაშავე პოლიტიკოსების“ მიერ.

„თქვენი ტელევიზია არის პარტიული ტელევიზია, თქვენ ფინანსდებით ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კრიმინალი კეზერაშვილის მიერ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები. თქვენ ხართ პარტიული აქტივისტი, „ნაცმოძრაობის“ წევრი ხართ თქვენ, რომელიც ფინანსდება ყველაზე დიდი მძარცველი კეზერაშვილის მიერ. თქვენ ხართ მძარცველი ტელევიზია. თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა, ეს არის აგრესია. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“, უშუალოდ თქვენ. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე, პარლამენტში მინდა გიხილოთ, იმიტომ, რომ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი,“- მიმართა პრემიერმა „ფორმულას ჟურნალისტს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img