ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას, – ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.