24.11.2024

თამარ გაბუნია – ვფიქრობთ, 7 500 საწოლი, რაც იყო ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში, დაბრუნდება კვირის განმავლობაში

ვფიქრობთ 7 500 საწოლი რაც იყო ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში, დაბრუნდება კვირის განმავლობაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბუნიას თქმით, კლინიკებმა დაიწყეს ყოველდღიურად საწოლფონდის დამატება, ასევე სასტუმროების დიდი ნაწილი ინფიცირებულთა განსათავსებლად კვლავ მობილიზდება.

“შემთხვევების რაოდენობა მაღალია დღესაც, კლინიკები მობილიზებულია, ყოველდღიურად რამდენიმე კლინიკა ამატებს საწოლფონდს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ 7 500 საწოლი, რაც იყო ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია ნოემბერ -დეკემბრის პიკის პერიოდში, დაბრუნდება კვირის განმავლობაში. ასევე სასტუმროების დიდი ნაწილი კვლავაც მობილიზდება. ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდსაც ეს მობილიზაცია გაგვატარებინებს ისე, რომ პაციენტს ვისაც სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა იყოს ჰოსპიტალში და ვისაც ბინაზე შეეძლება დარჩენა მას გაუწევს ოჯახის ექიმი მეთვალყურეობას”, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, „დელტა”და სხვა შტამების მოლოდინის გამო, პაციენტების მხრიდან ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა უფრო გაიზარდა.

“დელტა” შტამის და სხვა შტამების მოლოდინმა, ასევე იმან, რომ შესაძლოა ამას უფრო მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს, გარკვეულად შიში გაზარდა და პაციენტების გარკვეული ნაწილი განსაკუთრებით, პედიატრიული პაციენტების მშობლები ითხოვენ ჰოსპიტალიზაციას. პედიატრიული კლინიკები მიუთითებენ, რომ ბავშვები, რომლებიც მათთან მიდიან, არიან საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით, მაგალითად ტემპერატურის მომატებით, რაც შეიძლება ნებისმიერ მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს იყოს და არაფერი განსაკუთრებულ რისკს ბავშვის ჯანმრთელობისთვის არ წარმოადგენდეს. ვფიქრობ, ეს შიშიც უნდა დავძლიოთ, რათა სტანდარტული ჰოსპიტალიზაციის პროცესს დავუბრუნდეთ”, – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img