გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი ფაქტმა” ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და ამოიცნო ის სასულიერო პირები, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს და მრევლის მობილიზება მოახდინეს.
როგორც “აი ფაქტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს სასულიერო პირები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, “ალტერნატივა საქართველოსთვის“, “ალტ-ინფოს” და “ქართული იდეის” ლიდერებთან ერთად დგანან.
საუბარია 26 სასულიერო პირზე. ესენია:
მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი
დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი
მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია
არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა
მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია
მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი
მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის მონასტერი
დეკანოზი არჩილ დათეშიძე – ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი
მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი
მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები
მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია
დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები
დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი
მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი
მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი
მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი
მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი
მამა ბენიამინ ებრალიძე – ჯიხეთის დედათა მონასტერი
დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა
მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია
აი ფაქტი ასევე მღვდლების აქციაში მონაწილეობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებსაც ავრცელებს. ამასთან, ეს სასულიერო პირები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელშიც ქომაგობენ. ისინი აქტიურად აზიარებენ ლევან ვასაძის და ალტ-ინფოს გვერდის პოსტებს, მათ შორის ზურაბ მახარაძის და ემრე ქუჩუქის განცხადებებს.