25.11.2024

ამირან გამყრელიძე – საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო.

“საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ჩვენ ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო, მაისში. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე. განსხვავება გახლავთ ის, რომ დღეს წინა პერიოდებისგან განსხვავებით, გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ.

გუშინ ჩვენ 24 საათში გვქონდა ყველაზე უფრო მაღალი, დაახლოებთ 13 800 აცრა. დღეს დაგეგმილია 14 300-მდე აცრა. აქედან ნახევარზე მეტი Pfizer-ზე მოდის, მეორე ადგილზეა Sinopharm-ი, შემდეგ Astrazeneca და ბოლოს Sinovac-ი,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img