“მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო.
არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია.
“ეტყობა ტელევიზიაში ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ვინც ჩვენს რეკლამებს ყიდის, აი, იმ სახლში შევიდნენ. შეგვპირდა ამას ბატონი კობახიძე, რომ გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსება. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდებათ. ველოდები საგადასახადო პოლიციას და მერე პროკურატურას” – აცხადებს ნიკა გვარამია.