26.11.2024

ლიეტუვის სასამართლომ პრორუსული პარტიის ყოფილ ხელმძღვანელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ლიეტუვას ქალაქ შიაულიაის სასამართლომ, 27 ივლისს პრორუსული პარტიის, “სოციალისტური სახალხო ფრონტის” ყოფილი თავმჯდომარე, ალგირდას პალეცკისი, დამნაშავედ ცნო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გენერალური პროკურატურა პალეცკისისთვის 9 წლიანი პატიმრობის მისჯას მოითხოვდა. ვილნიუსელი მეწარმე, დეიმანტას ბერტაუსკასი, რომელმაც სისხლის სამართლის ამ საქმეში თავისი დანაშაული აღიარა და ჩვენებები მისცა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლეს. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ლიეტუვის სააპელაციო სასამართლოში.

პალაცკისი ყოფილი დიპლომატი და ლიეტუვის სეიმის დეპუტატია. იგი ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის პირველი თავმჯდომარის, იუსტას პალეცკისის, შვილიშვილია. ის 2018 წლის ბოლოს დააპატიმრეს. გამოძიების ვერსიით, ის ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში მოქმედებდა რუსული დაზვერვის თანამშრომელთან და რუსეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად.

კერძოდ, საუბარი იყო ლიეტუვაში პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე გასამრჯელოს სანაცვლოდ. პალეცკისი თავის ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოტივით სდევნიან. 2012 წელს ის გაასამართლეს სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე “ლიტვის რესპუბლიკის წინააღმდეგ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის აგრესიის მნიშვნელოვნების დაკნინების” შესახებ – მის გამოთქმებთან დაკავშირებით 1991 წლის იანვრის მოვლენებზე ვილნიუსში. მაშინ მას დაახლოებით 3 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა რომ დაპატიმრებები „კიდევ ერთი რუსოფობიური ქმედება“ და ლიეტუვაში დემოკრატიული უფლებების და თავისუფლებების შემობრუნება“ იყო. მას არ აუხსნია თავისი განცხადების საფუძველი.

წყარო: radiotavisufleba.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img