Porsche Vision Renndienst-ის ექვს ადგილიანი მინივენი გაყიდვაში მალე ჩაეშვება. მოწინავე ავტოპილოტის წყალობით, Porsche Vision Renndienst-ის მიკროავტობუსის მძღოლს შეუძლია გზას თვალი მოაშოროს და ყურადღება მოადუნოს.
ავტომობილის მძღოლის სავარძელი დამონტაჟებულია პირველი რიგის ცენტრში, მეორე რიგში ორი ცალკე მდგომი სკამია, ხოლო მესამე რიგში არის სამადგილიანი დივანი. საინტერესოა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი უკვე რამდენიმე წელია კონცეპტუალურ მანქანას ფრაგმენტულად წარმოგვიდგენს.
ავტომწარმოებელმა გამოაცხადა, რომ მანქანას აქვს ელექტრო ძრავა. ასევე ცნობილია, რომ მინივენი აღჭურვილია ავტონომიის მეხუთე დონის მოწინავე ავტოპილოტით – მძღოლს შეუძლია არა მხოლოდ საჭედან ხელების აღება, არამედ მთლიანად მოადუნოს ყურადღება და მგზავრებისკენ შეტრიალდეს (მძღოლის სავარძელი 180 გრადუსით ბრუნავს).