კომპანია Amazon-მა ჭკვიანი სახლებისთვის საპნის ჭკვიანი დოზატორი გამოუშვა, რომლის ფასიც 55 დოლარია. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოწყობილობა LED-ეკრანით არის აღჭურვილი, რომელიც ხელების დაბანის დაწყებიდან 20 წამს ითვლის – ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, სწორედ ამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს პროცესი, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.
ამასთან, დოზატორს საკუთარი Wi-Fi-მოდული აქვს, ის Amazon-ის ჭკვიან დინამიკებს უერთდება და სანამ ადამიანი ხელს იბანს, მოწყობილობა რთავს სიმღერებს, ან ანეკდოტებს. მოწყობილობას დატენვა სამ თვეში ერთხელ სჭირდება.
წყარო: imedinews.ge