25.11.2024

რუსთავი2 – 15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს – რა დევს საქმეში და არის თუ არა ექსპერტიზის დასკვნები ცნობილი

15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს. არასრულწლოვანი ამბობს, რომ მასზე მშობელი წლების განმავლობაში ძალადობდა. მოზარდი რამდენიმე დღით სახლიდან გამოქცეული იყო და ქუჩაში ცხოვრობდა.

საბოლოოდ, ერთ-ერთ ფონდს მიმართა, რომელმაც დანაშაული პოლიციას შეატყობინა. მას შემდეგ, რაც მამაკაცი დააკავეს, გოგონას ბაბუამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

მომხდარზე არაფერს ამბობენ მეზობლები. თავად ბრალდებული კი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.

დაკავებული კაცის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. დახურულ სხდომაზე გასაჯაროვდება ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სექსუალური ძალადობა უნდა დაადასტუროს, ან უარყოს. სხდომაზე დაკითხავენ 15 წლის მოზარდსაც, რომელსაც ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.

https://rustavi2.ge/ka/news/206808

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img