საქართველოს პირველი არხი
რუსი მეცნიერი, რომელიც ზებგერით საფრენ აპარატებზე მუშაობდა, დააკავეს. სანქტ-პეტერბურგის სამეცნიერო-კვლევითი საწარმოს დირექტორ, ალექსანდრ კურანოვს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. სასამართლომ 73 წლის მეცნიერის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
საქმის დეტალები უცნობია, რადგან მას გრიფი საიდუმლო დაადეს. რუსული მედიის ცნობით კი, კურანოვს საიდუმლო სამეცნიერო ინფორმაციის გამჟღავნებაში სდებენ ბრალს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, კურანოვი ზებგერითი საფრენი აპარატის შექმნაზე მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთში უკვე მესამე მეცნიერი დააკავეს, რომელიც ზებგერით საფრენ აპარატებზე მუშაობდა.