“თალიბანმა” ქალაქი ჯალალაბადიც აიღო. ამ დროისთვის თალიბები ქაბულის გარდა, ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქს აკონტროლებენ.
ამ ეტაპზე ქვეყნის 34 პროვინციული დედაქალაქიდან 23 უკვე „თალიბანის“ ხელშია.
აშშ–მა ქვეყანაში 5000 ჯარისკაცი გაგზავნა, რათა საელჩოში დასაქმებული პირების ევაკუაცია სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელდეს.
ქაბულის აეროპორტში ამ დროისთვის აშშ–ის 6 სამხედრო ხომალდია მობილიზებული.
საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი კვამლი შეინიშნება. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა AP–ს განუცხადა, დიპლომატიურ უწყებაში “სენსიტიურ მასალებს, მათ შორის დოკუმენტებს” წვავენ.